20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"პუტინი "რუსულ მშვიდობას" დაბნეული ბიჭების და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებზე აშენებს" - უკრაინელი ხალხის მანიფესტი​

რუსეთთან ომის პარალელურად ვრცელდება უკრაინელი ხალხის მანიფესტი, რომელიც 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. 

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი სახელია მიკოლა გალუბეი, მე უკრაინის მოქალაქე ვარ. დღეს, მძიმე ფასად ვიცავ ჩემი ხალხის, ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებას. უკრაინის ისტორიაში იყო კაზაკების პერიოდი. სიტყვა "კაზაკი“,  პირდაპირი მნიშვნელობით, თავისუფალ კაცს ნიშნავს. თუ მიგაჩნია, რომ შევიწროვებულის ხმა მნიშვნელოვანია და რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს, შენ შეგიძლია თავად გახდე "უკრაინელი კაზაკი“ - თავისუფალი პიროვნება, რომელიც სინათლის მხარეს დგება.

2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას, 5 საათზე, კიევში,  რაკეტების აფეთქების შემზარავი ხმის ფონზე გამეღვიძა. ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ამ მომენტში, ჩემი და მილიონობით უკრაინელის ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალა.  ჩვენი სუვერენული ქვეყანა, ჩვენი საყვარელი მიწა, უდანაშაულო ბავშვების სისხლით შეიღება. ამ სიტყვებით მივმართავ ყველა უკრაინელს და თავისუფალ ხალხს მსოფლიოს მასშტაბით: მხარი დაუჭირეთ დემოკრატიას და უწოდეთ თქვენს თავს "უკრაინელი კაზაკი“.

წარსული

პუტინს რუსული სიდიადით ტრაბახი უყვარს და სხვა დიქტატორების მსგავსად, ისტორიის საკუთარ ვერსიას ქმნის. მის 24 თებერვლის გამოსვლაში, იმ დღეს, როცა უკრაინას ომი გამოუცხადეს, მან განაცხადა, რომ უკრაინა როგორც ქვეყანა არ არსებობს და ის ლენინის პირმშოა. მე არ მსურს, რომ პუტინის დონეზე დავეშვა და აუგად ვისაუბრო ისეთი დიდებული ისტორიის მქონე ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია.  თუმცა, უკრაინას,  საკუთარი დიადი ისტორია აქვს, რომელიც კიდევ უფრო დიდ ხანს ითვლის. კიევმა დაარსება მე-5 საუკუნეში აღნიშნა, რა დროსაც, მოსკოვის მიდამოებში ველური ცხოველები დარბოდნენ,  რადგან ამჟამინდელი რუსეთის დედაქალაქი მხოლოდ 1147 წელს დაარსდა. უკრაინის სახელმწიფოებრიობა მოსკოვის დაარსებამდე 300 წელს ითვლის. ჩვენ გვაქვს საოცარი ენა, კულტურა და გვყავს შესანიშნავი ხალხი. 1574 წელს, მაშინ, როცა სანქტ-პეტერბურგი გაუვალი ჭაობით იყო დაფარული, ჩვენ უკვე გამოცემული გვქონდა პირველი ნაბეჭდი წიგნი.

მოკავშირეთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში, რომელიც დღემდე შთააგონებს ამდენ რუსს, უკრაინის მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლის წყალობით იქნა მიღწეული. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენდა ფარს  მოსკოვსა და ადოლფ ჰიტლერს შორის. ეს უკანასკნელი უკრაინას, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას  დაესხა. როცა ჩვენი ქვეყანა ჰიტლერი ჯარს ებრძოდა, სსრკ-ს ომისთვის მზადების დრო მიეცა. დღეს, უკრაინა სრულიად ევროპის ფარია, რომელიც, მას, სხვა კაცის უკანონო იდეებისგან მედგრად იცავს. ისტორია მეორდება!

აწმყო

თავისუფალი ხალხი მთელ მსოფლიოში, მოგიწოდებთ, გახდეთ "უკრაინელი კაზაკები". დაუდექით მხარდამხარ გმირ უკრაინელებს. მხარი დაუჭირეთ ჩაგრულებს, როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სამყაროში.

რუსეთის უბრალო მოქალაქეები მომწამვლელი პროპაგანდის მსხვერპლნი არიან: ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო და გაზეთები საშინელი ტყუილებით არის გადავსებული. ჩვენ ისინი უნდა გამოვაფხიზლოთ, რათა სასტიკი რეალობის დანახვა შეძლონ! რადგან როდესაც სიმართლეს გაანალიზებენ, ჩუმად ყოფნას ვეღარ შეძლებენ. აღფრთოვანებული ვარ, რუსეთის იმ მოქალაქეებით, რომლებიც პროტესტს უკვე შეუერთდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის! როგორც კი პროტესტანტთა რაოდენობა მოსახლეობის 3.5%-ს შეადგენს,  წარმატება გარდაუვალი იქნება. არცერთ პოლიტიკურ ძალას წაუგია მსგავსი მხარდაჭერის პირობებში.

ვლადიმერ პუტინი "რუსულ მშვიდობას" დაბნეული ბიჭების და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებზე აშენებს. მას და მის გარემოცვას, როგორც თავად ამბობს, რუსი ხალხის მხარდაჭერა აქვს.  ამას მომავალი აჩვენებს და მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.

 მომავალი 

"ოფლაინ" წინააღმდეგობა

ჩვენ, დემოკრატიაზე სასტიკ თავდასხმას უკომპრომისოდ ვიგერიებთ. მესმის, რომ სხვა სახელმწიფოებისგან რუსეთთან ოფიციალურად ომში ჩაბმას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ბრძოლის გამოცდილებისა და უნარების მქონე ევროპის ყველა მამაც ჯარისკაცს, დროებით  „უკრაინელი კაზაკობისკენ“ მოვუწოდებ. 8 წელიწადის განმავლობაში, რუსეთი, არ აღიარებდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით ჯარი გაგზავნა. მოხალისეებს  ჩვენი დახმარება არაოფიციალურად შეუძლიათ.

პუტინი უკრაინას და დანარჩენ სამყაროს ბირთვული ომით ემუქრება! ევროკავშირს და აშშ-ს  რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოყენებით უკრაინის ცის დაცვისკენ მოვუწოდებ. მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები საპასუხო ომისთვის მზადება უნდა დაიწყონ. ჩვენ, სანამ საკუთრ ღირებულებებს ვიცავთ, არ დავნებდებით. ერთი კვირის წინ ვიტყოდი, რომ რუსეთის თავდასხმა შვედეთზე და ფინეთზე მოსალოდნელი არ იყო, თუმცა ამავეს ვიტყოდი უკრაინაზეც! არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა მოამარაგოს რუსეთი ელექტრონული მოწყობილობებით და კომპონენტებით, ასევე, უარი უნდა ეთქვას რუსული პროდუქციის იმპორტს. ჩვენი სიცოცხლე დასრულდება მაშინ, როცა გავჩუმდებით მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ,  თავი ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა დავიცვათ. საჭიროა რუსეთის იზოლაცია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევამ ის პარია სახელმწიფოდ აქცია.

 "ონლაინ" წინააღმდეგობა

მივმართავ ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და გადახდის სისტემებს,  რუსულ ანგარიშებიდან განხორციელებული ყველა ტრანზაქცია შეაჩერონ. რათა,  ვერც ერთმა რუბლმა, დოლარმა ან ევრომ მოახერხოს ქვეყნიდან გასვლა, ან პირიქით, ქვეყანაში შესვლა.  ჩვენ უნდა დავასრულოთ დეზინფორმაცია და მოვწყვიტოთ რუსეთი ყველა სოციალურ ქსელს, „სტრიმინგ“ პლატფორმას და ვებსაიტს.  სოციალური მედიის ყველა მომხმარებელმა, გთხოვთ, დაბლოკოთ და „დაარეპორტოთ“ ანგარიშები, რომლებიც ყალბ სიახლეებს ავრცელებენ. რუსეთი, მილიონობით ადამიანის გულს, სიძულვილით სავსე პროპაგანდით, დაუღალავად წამლავს. თუ თქვენ ხართ სოფთვეარ დეველოპერი, გთხოვთ, შეწყვიტოთ თქვენი პროდუქტების, სერვისების და ნებისმიერი დეველოპერული პროექტის მიწოდება რუსეთში. და თუ თქვენ ხართ გამოცდილი ჰაკერი ან პროგრამისტი - დაეხმარეთ უკრაინის IT არმიას და „ანონიმაუსს“ კიბერომში.

 

საზოგადოებრივი წინააღმდეგობა: როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ უკრაინას

მსოფლიოს ყველა მოქალაქეს ვევედრები, დაეხმარონ უძლეველ უკრაინულ არმიას და მშვიდობიანი მოსახლეობას ამ უსამართლო ბრძოლაში. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ პირდაპირი საერთაშორისო გადარიცხვა. მე და ჩემი მეუღლე ვაგროვებთ ფულს, რათა დავეხმაროთ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობთ. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, გაუწიოთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებს, რომლებიც ახლა იმალებიან თავშესაფრებში, და შესწიროთ საძილე ტომრები და გასაბერი პაკეტები, საკვები, წყალი და მედიკამენტები. თქვენ ასევე შეგიძლიათ აღჭურვოთ ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ძალები დაცვის საშუალებებით, როგორიცაა: ქურთუკები, მუხლის ბალიშები, იდაყვის ბალიშები, სათვალეები, ჩაფხუტები, შენიღბვა და სპეცტანსაცმელი, ოპტიკა, ფანრები და ბატარეები, თერმული საცვლები, ჩექმები და საძილე ტომრები. გთხოვთ, დაეხმარეთ ჩვენს ლტოლვილებს რითაც შეგიძლიათ - გამოუცხადეთ მათ ფიზიკური და ემოციური მხარდაჭერა. მშვიდობიანი პროტესტი ომის წინააღმდეგ. გამოაქვეყნეთ უკრაინის დროშა სოციალურ ქსელებში, გაიკეთეთ ლენტები თქვენს მკლავებზე, ან  მიამაგრეთ ავტომობილებზე. დაე გვხედავდნენ და ესმოდეთ ჩვენი!

მოგიწოდებთ ასე მოიქცეთ!

რუსეთი ყველაზე დიდი ბირთვული ძალაა და მისი სამხედრო გზით დამარცხება შეუძლებელია. მხოლოდ რუსი ხალხი, რომელიც გამოიღვიძებს ჩვენი ერთობლივი ქმედებების შედეგად, შეძლებს გადაწყვიტოს: წავიდეს პუტინთან, თუ აირჩიოს სხვა  - სინათლისა და სიბრძნის გზა. გზა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდე!" - ნათქვამია მანიფესტში.

დღის ამბები