07 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
"თუ ცას არ ჩაკეტავთ ან თავის დასაცავად თვითმფრინავებს არ გადმოგვცემთ, მაშინ მიჩნდება აზრი, რომ თქვენც გინდათ, ჩვენ დაგვხოცონ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვინიცაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, რასაც აეროპორტის, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის  სრული განადგურება მოყვა, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მოითხოვს.

"რუსები აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების განადგურებას, რომელსაც ჩვენ და ჩვენი წინაპრები აშენებდნენ. რამდენიმე დღეა ვიმეორებთ, რომ რუსული რაკეტებისა და ავიაციისთვის უკრაინის ცა ჩაკეტეთ, შექმენით ჰუმანიტარული დერეფნები, ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი დაცვა თქვენი მოვალეობაა. თუ ამას არ გააკეთებთ ან თავის დასაცავად თვითმფრინავებს არ გადმოგვცემთ, მაშინ მიჩნდება აზრი, რომ თქვენც გინდათ, ჩვენ დაგვხოცონ. დღეიდან ეს როგორც დასავლელი ლიდერების, ისევე საერთაშორისო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაცაა," - აცხადებს ზელენსკი.

 

დღის ამბები