20 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
უკრაინა თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებს

უკრაინა გეგმავს თინა კანდელაკი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს - ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

"იძულებული ვარ მოგმართოთ, თინა კანდელაკო როგორც გენერალურმა პროკურორმა, მინდა გაცნობოთ, რომ თქვენი პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება - პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში" - წერს გენპროკურორი.

უკრაინული ხელისუფლება მას სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: "კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას."

დღის ამბები