16 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგება - შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება

მოლაპარაკების მესამე რაუნდი - უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. სად გაიმართება მოლაპარაკება, დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

მხარეებს შორის პირველი რაუნდი, რომელიც 6 საათი გაგრძელდა, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს შედგა. მეორე შეხვედრაზე კი კიევი და მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოკუპანტებმა პირობა არაერთხელ დაარღვიეს და ცეცხლი სწორედ იმ მიმართულებით გახსნეს, საიდანაც ხალხი უნდა გასულიყო. არის მსხვერპლი, დაიღუპნენ ბავშვებიც.




დღის ამბები