საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაიცვალა 32 ადამიანი, ხოლო 5 450 პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 798, PCR ტესტით - 2 895.
დადებითობის მაჩვენებელი - 15,73% დაფიქსირდა, ბოლო 14 დღის - 19,45%, ბოლო 7 დღის კი - 16,6%.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 629 065 ადამიანი დაინფიცირდა, 1 568 064 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 430 პაციენტი გარდაიცვალა.