04 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
არამხოლოდ კულტურული და ისტორიული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზითაც, საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში - ევროპარლამენტის დეპუტატი 

ევროპარლამენტში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აგრძელებს. რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკვე განიხილეს ელჩებმა საქართველოს განაცხადი, ახლა ძალინ მნიშვნელოვანია მეტი მუშაობა განაგრძოს ჩვენმა ქვეყანამ. 

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა უკვე ევროკომისიამ უნდა გაამზადოს ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით:

"თუკი აქამდე გვჭირდებოდა მტკიცება, რომ საჭირო იყო მეტი გახსნილი კარის პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან ყოფილიყო, დღეს თავად საუბრობენ, რომ ეს საჭიროა. ამ დრომდე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ფასდებოდა და ფასდება დადებითად. საქართველოს სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან შედარებით აქვს საკმაოდ კარგი მოცემულობა გატარებული რეფორმების კუთხით, რაც გვაძლევს კარგ საფუძველს იმის საფიქრელად რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოს შეფასება პოზიტიური იქნება,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ევროპარლამენტის დეპუტატი რიჩარდ ჩარნეცკი კი ამბობს, რომ  არამხოლოდ კულტურული და ისტორიული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზითაც, საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში: 

"სხვა ალტერნატივა ამ სიტუაციაში არ არსებობს გარდა იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არა კეთილი ნებიდან, არამედ რეალური სურათიდან უნდა გამომდინარეობდეს, რადგან ჩვენ ვერ შევეგუებით დაყოფილ ევროპას. ეს უნდა იყოს მიზეზი თბილისის, კიევისა და კიშინოვის მოწვევის ჩვენ ევროპულ მხარეს, იმიტომ, რომ არამხოლოდ კულტურული და ისტორიული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზითაც, საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში,"- აღნიშნავს ევროპარლამენტის დეპუტატი რიჩარდ ჩარნეცკი.

დღის ამბები