20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს - ამ დრომდე ქვეყანაში უკრაინიდან 1 500-მდე მოქალაქე დაბრუნდა

უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს საელჩო უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მათი მთავარი მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და სამშობლოში გამომგზავრების ხელშეწყობაა.

არსებობს კონკრეტული გეგმა: ავტობუსის სპეციალური რეისები 12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ოდესას; ასევე ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა-რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში 1 500-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

დღის ამბები