18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
მოქალაქეების ევაკუაცია City Mall-იდან - გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყვავილების ჯიხურს გაუჩნდა

ცოტა ხნის წინ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა "სითი მოლიდან". გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყვავილების ჯიხურს გაუჩნდა, იყო დაკვამლიანება.

სავაჭრო ცენტრი მუშაობას უკვე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

"პანიკა ატყდა. დაცვის სამსახურმა გამოგვიყვანა. უმნიშვნელო ბოლი იდგა," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები