06 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
"პრობლემა აქვთ რუსებს: თავდასხმა არ უნდათ, უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტა ელოდებათ" - ვიტალი კიმმა ოკუპანტების ნაწილისთვის მწვანე კორიდორის მოწყობა გადაწყვიტა

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გადაწყვიტა მოაწყოს "მწვანე კორიდორი" იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არ უსვრიათ.

ამის შესახებ მან საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"ნებისმიერ შემთხვევაში მივცემთ შანსს. ვიცით, რომ ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის საზღვარზე დგანან. ესაუბრებიან ჩვენებს. ასეთი პრობლემა აქვთ რუსებს: მათ თავდასხმა არ უნდათ, თავს მოტყუებულებად გრძნობენ. ამბობენ, სწავლებებიო... თითქმის ყველა ამას ამბობს. მაგრამ, ასევე არ შეუძლიათ უკან დაბრუნება, ამბობენ, რომ უკან დახევის შემთხვევაში, დახვრეტა ელოდებათ,"-განაცხადა ვიტალი კიმმა.

კიმი ფიქრობს, რომ ასეთი ჯარისკაცებისთვის, რომელთაც ჯერ არ უსვრიათ და დანაშაული არ ჩაუდენიათ, მოეწყოს "მწვანე დერეფნები", რომელიც მათ უკან მშვიდობიანად დაბრუნების საშუალებას მისცემს.

მისივე თქმით, ეს წინადადება არ ეხებათ არტილერისტებსა და რაკეტის მსროლელებს.

 
დღის ამბები