29 აგვისტო 2026,   13:07
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო, ლუცკი და ივანო-ფრანკოვო დაბომბეს - ქალაქების ნაწილი წყლის და გათბობის გარეშეა დარჩენილი

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 6:10 საათზე  რუსმა აგრესორებმა ქალაქ დნიპროს ნოვოკოდატსკის რაიონი დაბომბეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ავიაიერიში საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი კორპუსის  მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, ჭურვი მოხვდა ფეხსაცმელების ფაბრიკასაც.

უკვე დასტურდება მინიმუმ ერთი ადამიანის დაღუპვა.

ავიაიერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკის აეროდომზეც, ამის შესახებ ქალაქის მერი იტყობინება. აფეთებებმა დააიზანა გათბობის ქსელი.

ქალაქში აფეთქებებზე ავრცელებს ინფორმაციას ივანო-ფრანკოვოს მერიც. რუსლან მარცინკივის ცნობით, აეროპორტის რაიონში მოძრაობა დროებით შეზღუდულია. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წყლის გარეშე დარჩა ქალაქი ჩერნიგოვო, გავრცელებული ცნობით ოკუპანტებმა წყლის ქსელი დააზიანეს.

დღის ამბები