მეშვიდე დღეა, რაც საქართველოს მოქალაქე მარიუპოლში დარჩენილი ცოლ-შვილის ადგილმდებარეობის დადგენას თბილისიდან ცდილობს. "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ნიკოლოზ ბურჭულაძე ჰყვება, რომ მათთან კავშირი 5 მარტს გაწყდა. მისივე განმარტებით, ინფორმაციის გაგებას ადგილზე საერთო ნაცნობებიც ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. მან უკვე მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს.
"სადაც შევძელით ყველას ხმა მივაწვდინეთ, მეუღლეს ვეუბნებოდი წამოდი-თქო, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა, რომ რამე დაიწყებოდა. ბოლო ინფორმაციით ვიცი, რომ სახლში არ არიან ძალიან ახლოს იყო ფრონტის ხაზთან და გადავიდნენ ბებიასთან ქალაქის მეორე მხარეს, როგორც ჩანს იქიდანაც წავიდნენ და ალბათ სადმე თავს აფარებენ," - აცხადებს ნიკოლოზ ბურჭულაძე.