24 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ე.წ "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ე.წ "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი წერს. მისი თქმით, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და ეკითხებიან მზად არიან თუ არა ისინი დამპყრობლებთან თანამშრომლობისათვის.

საპორტო ქალაქში, სადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რუსული ტანკები 2 მარტს შევიდნენ და 3 მარტს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

ხერსონი არის პირველი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარების კონტროლ ქვეშ მოექცა.

დღის ამბები