უკრაინის ყოფილი დეპუტატი რამზან კადიროვის ლიკვიდაციისთვის ჯილდოს აწესებს. ევგენ რიბჩინსკი დაუთმობს საკუთარ სახლს და 40 ჰექტარ მიწას კიევთან, მას, ვინც ჩეჩნეთის ლიდერს მოკლავს - ამის შესახებ დეპუტატმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, რამზან კადიროვი, რომელიც პუტინის მოკავშირეა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაიელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავის რაზმთან ერთად უკრაინაში იმყოფება.
