31 აგვისტო 2026,   09:21
ვრცლად
"რუსები თავიანთ სამიზნეებს აფართოებენ" - პენტაგონის პრესსპიკერი

"რუსები თავიანთ სამიზნეებს აფართოებენ" - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა. ამერიკის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ შტატები განაგრძობს უკრაინელების მხარდაჭერას. კირბის განცხადებით, რუსებს ბოლო კვირებში მხოლოდ მცირე პროგრესი აქვთ და ამის მიზეზი ერთის მხრივ უკრაინელების წინააღმდეგობა, მეორეს მხრივ კი რუსების არასწორი ნაბიჯები და ლოჯისტიკური პრობლემებია. ასევე განმარტავენ, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეზე რუსეთს უპირატესობა არ აქვს.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამ კვირაში ბრიუსელს, სლოვაკეთსა და ბულგარეთს ეწვევა.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, რომლებითაც ვცდილობთ დახმარება უკრაინელების ხელში აღმოჩნდეს. ჩვენ უკრაინელებისთვის უსაფრთხოების დახმარებას განვაგრძობთ იმდენად სწრაფად და ეფექტურად, რამდენადაც შეგვიძლია. დახმარების ბევრი გზაა, რომლებსაც მივყვებით. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან იმ სახის დახმარების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენი შეფასებით, რუსეთს უკრაინის საჰარო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია, უკრაინელები კი თავიანთ სივრცეს ოსტატურად იცავენ," - აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.

დღის ამბები