ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე მსჯელობს. სახელმწიფოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ აგრესიაზე, რასაც უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს.
ასამბლეაზე წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ აგრესორი რუსეთის ადგილი მათ გვერდით არ არის. ამ მომენტისთვის მოსკოვს საბჭოში წარმომადგენლობას უფლება დროებით შეჩერებული აქვს.
"ჩვენ უნდა დავძლიოთ გამოწვევა და ძლიერები გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. რუსული აგრესია გრძელდება 2014 წლიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მტრულ ქმედებებს ვუპასუხოთ. ამ დროს ევროპის საბჭო ფრონტის წინა ხაზზე უნდა იყოს. ჩვენ შორის აგრესორის ადგილი არ არის. ამიტომ მიიღეთ ჩვენი მოთხოვნა რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით," - აცხადებს ნორვეგიის წარმომადგენელი ინგრიდ შოუ.
გერმანიის წარმომადგენლის ფრანკ შვაბეს თქმით, ეს არ არის რუსეთის ომი უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის ომი დიქტატორობასა და დემოკრატიას შორის.
"ჩვენი დიდი ნაწილი გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის გარიცხავს საბჭოდან და თან რაც შეიძლება მალე. უკრაინელებს საშინელი სიტუაციის პირისპირ უწევთ ყოფა. უნდა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულებებზე. ეს არაა რუსეთის ომი უკრაინელების წინააღმდეგ. ეს არის ომი დიქტატორობასა და დემოკრატიას შორის. ეს არის პუტინის ომი. გარისკეთ ისე როგორც გუშინ რუსმა ჟურნალისტმა გაბედა და გამოხატა პროტესტი. მოდით შევაჩეროთ პუტინის ომი და ვაჩვენოთ რისთვის არსებობს ეს ორგანიზაცია,“ - აცხადებს ფრანკ შვაბე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის წარმომადგენელი, მარია მეჟენცევა, რომელმაც წარმომადგენლებს უკრაინის სახელით სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"უკრაინის სახელით მადლობას გიხდით სამხედრო დახმარებაზე. ჩვენ გავხდით მომსწრე თუ როგორ თქვა უარი ნატომ ცის დახურვაზე, ჩვენ ვართ მომსწრე უკრაინელების გენოციდის, ასევე სამომავლოდ შესაძლო გავხდეთ ეკო პრობლემების, რადგან უკრაინის ბირთვული ელექტრო სადგურების მდგომარეობა საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. იფიქრეთ თუ ისტორიის რომელ მხარეს დგახართ? გაითვალისწინეთ რომ უკრაინელები ამ სესიას ვერ ნახავენ, რადგან ისინი ბუნკერებში სხედან და გადარჩენას ცდილობენ,“ - განაცხადა მარია მეჟენცევამ.
პოლონეთის წარმომადგენელი, ალექსანდრ პოციეჯ აღნიშნავს, რომ ევროპელი ქვეყნები ახლა არაინ ერთიანები, ისე როგორც არასდროს და უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს.
„ეს არის ტირანია დემოკრატიის წინააღმდეგ. უნდა დავეხმაროთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას რომელსაც წნეხის ქვეშ უწევს ყოფა. უნდა შევაჩეროთ ეს აგრესია. როცა ახალგაზრდა ვიყავი გულუბრყვილო ვიყავი. რომ ჩვენ ოდესღაც ერთ იდენტობას წარმოვადგენდით მაგრამ როცა ახალ რუსეთის ტელევიზიებს ვუყურებ არ მგონია რომ მათ შვილები უყვარდეთ,“ - ამბობს ალექსანდრ პოციეჯ.