31 აგვისტო 2026,   01:42
ვრცლად
"თაფლობის პერიოდი აქვს ახლა პანდემიას"- ივანე ჩხაიძე 

ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% სწორედ "ომიკრონია", დადებითობის დღიური მაჩვენებელია დაახლოებით 5%.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსისან ინფიცირების მაჩვენებელი მიდის შემცირებისკენ, თუმცა ეს არ იძლევა ახალი მუტაციის გაჩენის რისკის ალბათობის არარსებობსას

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ სრულად იყო დაფიქსირებული ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საფრთხეები.

ვერ ნახავთ ვერცერთ მოსაზრებას, რომელიც პოტენციურად აღნიშნავს, რომ ეს ჰიბრიდული ვირუსი შეიძლება იყოს ახალი საფრთხის შემცველი, უფრო მეტიც, არის მოსაზრება, რომ ასეთი ჰიბრიდული ვირუსები წარმოადგენენ ჩიხს, ვირუსის ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო მეტად საშიში იქნება ახალი მუტაციის გაჩენა, ისეთივე, როგორიც იყო "ომიკრონი"- ეს სავარაუდოდ გამოჩნდება.

თაფლობის პერიოდი აქვს ახლა პანდემიას, როდესაც შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი არის დაბალი,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 800 ინფიცირებული.

დღის ამბები