29 აგვისტო 2026,   21:02
ვრცლად
გაგვაჩნია საკმარისი ძალაუფლება, რომ თავში ავარდნილ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოთ - მედვედევი აშშ-ს რუსეთისადმი "გიჟურ სიძულვილში" ადანაშაულებს

"რუსეთს საკმარისი ძალაუფლება გააჩნია იმისთვის, რომ თავში ავარდნილ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ახლადშექმნილ Telegram არხზე განაცხადა.

მედვედევმა დასავლეთი რუსეთის მიერ წამოყენებული სანქციების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ პროცესები დასავლეთის გეგმის მიხედვით არ ვითარდება, ყველაფერში ერთი დამნაშავე - რუსეთი ჰყავთ.

რუსეთის ექსპრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიმართ "გიჟური სიძულვილის" ნიადაგს საფუძველი აშშ-მ და მათ სატელიტებმა მთელი 30 წლის განმავლობაში ჩაუყარეს.

"დასავლეთს არ მოეწონა, რომ რუსეთი კვლავ უძლიერეს ძალად ჩამოყალიბდა, რომელსაც საკუთარი ინტერესების შენარჩუნების და სხვა ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების დასაცავი ძალა შესწევს. მათ სურთ ქვეყანა კუთხეში მიამწყვდიონ, დააჩოქონ და ანგლო-საქსურ მაგალითებზე შეცვალონ," - ამბობს მედვედევი.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, ანტირუსული ისტერია, რომელიც შეინიშნება, მე-19 და მე-20 საუკუნებშიც იყო, თუმცა მისივე თქმით "მორალური ძალა და ისტორიული სიმართლე", როგორც ადრე - ახლაც რუსეთის მხარესაა.

დღის ამბები