29 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
მოწინააღმდეგის სამხედროებს აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემებიც, მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაზე - უკრაინის გენშტაბი

რა დანაკარგები აქვს რუს სამხედროებს - უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ საოკუპაციო არმია ყოველდღიურად უფრო მეტ ზარალს განიცდის. გენშტაბი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთს უწევს ხმელეთზე პოზიციების დათმობა. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშს მტრის ჯარების ჯგუფებზე, რომლებიც ცდილობენ გააერთიანონ და დაიცვან უკვე დაკავებული ტერიტორიები. მოწინააღმდეგის დანაკარგები ამ ეტაპზე ზუსტდება.

განადგურებულია საოკუპაციო ძალების ათი საფრენი აპარატი. მათ დიდი პრობლემები აქვთ საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურასა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე.

ასევე ოკუპანტები განაგრძობენ კიბერშეტევებსაც. იხშობა სატელევიზიო და რადიო სიგნალები. მოწინააღმდეგის სამხედროებს აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რამაც გამოიწვია დეზერტირების რაოდენობის ზრდა. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაზეც,"- ნათქვამია გენ შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები