04 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
შს მინისტრმა და დეპუტატებმა რიკოთის უღელტეხილზე გარდაცვლილ პარტულ-ინსპექტორებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფება. ამ წუთებში გომელაურის მინისტრის საათის ფორმატში​ მოსმენა მიმდინარეობს, მოხსენების დაწყებამდე გომელაურმა 12 მარტს რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პარტულ-ინსპექტორების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო 12 მარტს რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პარტულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მათ დღეს იმერეთში მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ, ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისათვის," - განაცხადა ვახტან გომელაურმა.

თავის მხრივ, სამძიმარი გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

დღის ამბები