20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
"მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუნდესტაგს​

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს სიტყვით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ში ​და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გაჭიანურებაზე გააკეთა აქცენტი, რაზეც გერმანელებს მოუწოდა, "ნუ აღმართავენ კედლებს" და დაეხმარონ უკრაინას. 

აქვე, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ გერმანულ კომპანიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, მორალური ვალდებულება რუსულ ფულზე მაღლა დააყენეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ქვეყანაში არაერთი კომპანია ისევ ინარჩუნებს კავშირს რუსეთთან, ასე ხდება არაერთ სხვა ქვეყანაშიც. სამწუხაროდ, ყველა ვერ ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რადგან ჩვენს შორის ხელოვნურად კედელია აღმართულია. თქვენ შესანიშნავად იცით, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს კედლის აღმართვა. 

უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას,"- განაცხადა ვოლდომირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები