01 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
"როცა ასეთ ინიციატივას აყენებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინას სამწუხაროდ დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი" - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა  შეიტანეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" პოზიცია, რომელიც ამ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს და მხარს არ უჭერს. 

"ადამიანს, რომელსაც ფეხზე უდგებიან ინგლისის პარლამენტში, ტაშით ხვდებიან ამერიკის კონგრესში და ევროპარლამენტში და არ ვიწვევთ საქართველოს პარლამენტში, მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნებისთვის" მისაღები არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ის გზა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს სახელით აწარმოებს პრეზიდენტი ზელენსკი,"-აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
 
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ასეთი ინიციატივების წარდგენისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული. 
 
"ნაცმოძრაობის და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად მაინც რომ განვიხილოთ, დავანებოთ შინაარსს ამ შემთხვევაში თავი, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, იმ ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოებს. უკრაინას და მის ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნას. ეს არის დემარში ერთი მხრიდან და მეორეს მხრივ, როცა ასეთ ინიციატივას აყენებ, ეს სერიოზული უხერხულობა უნდა გაითვალისწინოს ყველამ. თუმცა, ჩვენ ამის სიღრმეებში არ შევდივართ და რაღაც განმარტებებს არ ვთხოვთ არავის, პირიქით - მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად. ასეთი საკითხები არ არის რომელიმე ქვეყნის ოპოზიციის და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების შესათანხმებელი საკითხები. მსგავსი საკითხები თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს პირადი კონტაქტები და გავლენები უკრაინაში რაშიც აქვთ გამოყენებული, ეს უკვე გაშიფრულია და ახლა უკვე ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენებას და პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ," - აცხადებს მდინარაძე. 
ამავე თემაზე
დღის ამბები