01 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
მესმის ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ფრუსტრაცია, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კონფლიქტმა უფრო ფართო სახე შეიძინოს

მესმის პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების მაგრამ ნატო არ დაუშვეს კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებას - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა ამ უპრეცედენტო ომისთვის დიდი საფასური უნდა გადაიხადოს. 

"მე მესმის პრეზიდენტი ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის ფრუსტრაცია, რომლებიც პუტინისა და მისი ჯარების სასტიკი და უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ რომ კონფლიქტმა უფრო ფართო სახე შეიძინოს. ამავდროულად, უნდა მოხდეს აღიარება იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, რაც უკრაინამ ნატოს მოკავშირეებისგან, მათ შორის გერმანიისგან მიიღო. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისადმი და ამ ძალისხმევაში გერმანია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ უპრეცედენტო სანქციებს, რათა პუტინმა ამ უპრეცედენტო ომისთვის დიდი საფასური გადაიხადოს," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები