03 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
რატომ გაწყდა პუტინის საეთერო მიმართვა, რომელიც რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა - ინციდენტი ყირიმის ანექსიის საზეიმო ღონისძიებაზე 

ინციდენტი ყირიმის ანექსიის საზეიმო ღონისძიებაზე - ლუჟნიკის სტადიონზე საიდანაც რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინი სიტყვით მიმართავდა რუსულ სატელევიზიო და YouTube არხებზე ტრანსლირება გაწყდაა, ეთერი კი რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.

ფაქტი, რუსმა ჟურნალისტებმა ინტერნეტთან არსებული ტექნიკური პრობლემით ახსნეს. მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ მომხდარი სერვერზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

ცნობისთვის, მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, მაშინ როცა ადამიანებს რუსული ჭურვები კლავს, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ყირიმის ანექსიის 8 წელი აღნიშნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა-იმღერეს ცნობილმა სახეებმა - გაიხსენეს საბჭოთა კავშირი და სიტყვითაც გამოვიდნენ. 

დღის ამბები