29 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
მარიუპოლში დაბომბეს სკოლა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა - ნანგრევებში მოყოლილი არიან ქალები, ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები

მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ტელეგრამზე" განახლებულ პოსტში ქალაქის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ შენობა დანგრეულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. დაბომბვისას სკოლაში ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები იმყოფებოდნენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

დღის ამბები