27 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
კიევში დღის განმავლობაში განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო - ომის 25-ე დღე და "კურიერი" ფრონტის ხაზზე

ომის 25 დღე - უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. უტევენ დედაქალაქს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო განგაშის სიგნალი კიევში. დედაქალაქის შემოგარენში ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა.

დღის ოთხ საათზე რუსული რაკეტის ნამსხვრევები  სვიატოშინსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, დაშავდა 5 მოქალაქე, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, მოსახლეობა შენობიდან მალევე გაიყვანეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი სამოქალაქო უბანი იყო, თუმცა, საჰაერო თავდაცვამ რაკეტა გაანადგურა.

დღის ამბები