04 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
რუსმა გენერალმა უკრაინას, მარიუპოლში დანებებისთვის, ვადა დილის 5 საათამდე მისცა, დრო ამოწურულია - რას პასუხობს უკრაინა რუსეთს

უკრაინა მარიუპოლის დათმობას არ აპირებს. რუსეთის მიერ ქალაქის კაპიტულაციაზე მოთხოვნას უკრაინის ვიცე-პრემიერმა უპასუხა. ირინა ვერეშუკი ამბობს, რომ უკრაინელები მარიუპოლში იარაღის დაყრას არ გეგმავენ და ამის შესახებ მოსკოვს უკვე შეატყობინეს. ვიცე-პრემიერი ოკუპანტებს დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებს. 

რუსმა გენერალმა მიხაილ მიზინცევმა უკრაინელებს მარიუპოლში დანებებისთვის ვადა დილის 5 საათამდე მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. რუსეთის ქმედებები ამ ზღვისპირა ქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა.

ამასობაში კი რუსეთის არმია იერიშს განაგრძობს. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკში დაბომბვების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 5 ადამიანი. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვსა და ლუჰანსკში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები მიკოლაივში შესვლას ცდილობენ.

 

ნახეთ, ასევე : 

"Х#й вам, და არა მარიუპოლი!" - როგორ გამოეხმაურნენ მარიუპოლის მერიაში რუსეთის ულტიმატუმს, დილის 5 საათამდე მიცემული ვადის შესახებ

 

რუსეთმა უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენება დაიწყო - რა შეუძლია "კინჟალს", რომელიც ექსპლოატაციაში 2018 წელს შევიდა

ამავე თემაზე
დღის ამბები