რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთმა ზებგერითი რაკეტა გამოიყენა. ოკუპანტებმა ამ ტიპის რაკეტით იერიში ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე მიიტანეს.
ჰიპერბგერითი რაკეტა 12 000-დან 14 000-მდე კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს. რაკეტა 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ვლადიმერ პუტინმა პირადად უზრუნველყო, რომ ეს ბალისტიკური რაკეტა შექმნილიყო და გამოყენებული ყოფილიყო უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დროს. 8 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრი სიგანის რაკეტა, იმით გამოირჩევა რომ მას შეუძლია დაფაროს 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილი. მას აქვს ბირთვული ძალაც.
რატომ შექმნა რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უპირველესად ეს რაკეტა იმისთვის შექმნეს, რომ NATO-ს დაპირისპირებოდნენ.
ავტორი: სანდრო სანაია