C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა.
საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი 2016 წელს ჩამოყალიბდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით.
ჯგუფი რეგულარულად განიხილავს საქართველოში პროგრამის მიმდინარეობას, შედეგებსა და მიღწევებს.