28 აგვისტო 2026,   12:00
ვრცლად
პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება - დასავლური მედია

ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება - ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურები ქაოსმა და უკმაყოფილებამ მოიცვა.

გამოცემა "თაიმსის" ცნობით, რუსული დაზვერვის აგენტები პუტინის მიმართ ბრაზს გამოთქვამენ იმ გავლენის გამო, რაც სანქციებმა "ეფ ეს ბეს" ოფიცრებზე მოახდინა, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ დასვენებას თავიანთ ვილებში და ვეღარ წაიყვანენ საკუთარ შვილებს პარიზის "დისნეილენდში".

დღის ამბები