04 მაისი 2024,   21:17
ვრცლად
ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკურ მომავალი დაკავშირებულია დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან - რა საფრთხეებზე აფრთხილებს ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იგი ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტს და ნათლად შეატყობინა ის საფრთხეები რაც შესაძლებელია ჩინეთის ომში ჩაბმას მოჰყვეს - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განცხადა. 

მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკური მომავალი დაკავშირებულია დასავლეთთან, ვიდრე რუსეთან. 

"რაც შეეხება ჩინეთის პრეზიდენტთან დიალოგს. მე ძალიან ღია დიალოგი მქონდა ამ პიროვნებასთან დაახლოებით 6-7 დღის წინ და ნათლად შევატყობინე მას და სავარაუდოდ მან გაიგო, თუ რა შედეგები მოჰყვება მისთვის რუსეთის მხარდაჭერას. ძალიან ბევრმა ამერიკულმა და სხვა ქვეყნების კორპორაციებმა დატოვეს რუსეთი და ვიცი, როგორი ეკონომიკური ზიანი მოჰყვებოდა ასეთ ქმედებას.

რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებები რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.  მე არ მსურს დეტალურად ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ამ საკითხთან მიმართებაში დიალოგების შედეგები, მაგრამ შაბათს სავარაუდოდ, იქნება კონფერენცია ჩინეთთან. 

ვფიქრობ,  ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკურ მომავალი დაკავშირებულია დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. ასე რომ იმედს ვიტოვებ ის არ ჩაერთვება ნეგატიურად ამ საქმიანობაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უნდა შევქმნათ სისტემა აშშ-ის და NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, რათა  განვიხილოთ თუ ვინ არღვევს სანქციებს და როგორ. ჩვენ აუცილებლად ვადევნებთ თვალ-ყურს ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ ჩინეთის პრეზიდენტიც გაითვალისწინებს,"- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

დღის ამბები