ხანძარი ქობულეთში - გვიან ღამით, სოფელ ჯინანჯურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ხანძრის შედეგად ჯაყელიძეების 6 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ოჯახს დროებით ქირით უზრუნველყოფენ.