უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ და მისი შეიარაღებული ძალების ტერორისტებად აღიარებას ითხოვს.
"დღეს უკრაინა ევროპის გრაალია. უკრაინა იცავს იმ პრინციპებს, რომლებმაც დასავლეთის ახლანდელ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. რუსეთის მიზანი კი უკრაინის განადგურებაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რუსული შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ჩვენს ქალაქებსა და ხალხს.
მოვუწოდებ პარტნიორებს: დროა რუსეთის ფედერაცია ტერორისტ სახელმწიფოდ იქნას აღიარებული. ოფიციალურად. დროა რუსეთის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად იქნან აღიარებული," - ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია რუსეთთან კომპრომისი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ კი უკრაინის საკითხზე ყველა პუნქტში არასწორი გათვლა გააკეთა.