16 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ქობულეთში - რა გახდა 30 წლამდე მამაკაცის დაჭრის მიზეზი

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის  ე.წ. ქუჩური გარჩევა მოხდა, დაჭრილმა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

დღის ამბები