ოკუპანტები ქალაქ ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) ბლოკირებას გეგმავენ - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. კიევის ოლქის ქალაქი ირპენის ნახევარი განადგურებულია, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა განაცხადა.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის 5 შეტევა მოიგერიეს.
რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანა დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.