20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მოზარდს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

"ბავშვის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმე რჩება. დაზიანებული არის მენჯ-ბარძაყი, მუცლის ღრუ და მოხდა კიდურის ამპუტაცია,"- აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

შეგახსენებთ, ავარია თბილისში შარტავას ქუჩაზე გუშინ დილით მოხდა, ფრა დროსაც ბორდიურზე მდგომი 8 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა.  

დღის ამბები