თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე. დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა - საბოლოო სიტყვას იტყვიან ბრალდებულები.
დღეს განხილვის საგანია ეპიზოდი ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორ ლევან ბრეგვაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას ეხება. პროკურორს აქვს მოლოდინი რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულების ბრალეულობა.