06 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინაროებს - ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტების ალყაში მყოფი ქალაქიდან, 2 000 ადამიანი გამოიყვანეს

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინაროებს - ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტების ალყაში მყოფი ქალაქიდან, ორი ათასი ადამიანი გამოიყვანეს. საქალაქო საბჭოს ცნობით, წითელი ჯვრის დახმარებით მოქალაქეები ზაპოროჟიეში მიჰყავთ. ბოლო ცნობებით, მარიუპოლში, სადაც უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია 150 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

ფრონტის ხაზზე არსებული პოზიციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენ შტაბი - ოფიციალური ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს.

"ჩვენი ამჟამინდელი პროგნოზი ოპტიმისტურია. მარიუპოლი კვლავ გმირულად დგას. მტრის მხრიდან კიევზე შეტევა ფაქტობრივად შეუძლებელია.

უკრაინის ხელისუფლება და თავდაცვის ძალები ქვეყანაში ზოგად პოლიტიკურ ვითარებას აკონტროლებენ. დღეისთვის მთავარია ის, რომ მტერი ვერ იწყებს შეტევით ოპერაციებს გაერთიანებული ძალების ოპერატიული ზონის ალყაში მოსაქცევად. ჯერჯერობით ისინი მხოლოდ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ, რაც მიანიშნებს, რომ მათ სრული საბრძოლო მზადყოფნა არ გააჩნიათ,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი კი აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, განსაკუთრებით გემსაწინააღმდეგო რაკეტები, რადგან რუსები მასშტაბურად ისვრიან ბომბებს შავ ზღვაში განლაგებული ხომალდებიდან:

"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე იარაღი, განსაკუთრებით გემსაწინააღმდეგო რაკეტები, რადგან რუსები მასშტაბურად ისვრიან ბომბებს შავ ზღვაში განლაგებული ხომალდებიდან. ასევე გვჭირდება შორი მოქმედების საზენიტო რაკეტები და თავდასხმითი დრონები. თუ სათანადოდ აღჭურვილები ვიქნებით, გავიმარჯვებთ, კიდევ ათასობით ადამიანის სიკვდილის გარეშე. თუკი ომის დასაწყისში რუსეთი ულტიმატუმის ენით საუბრებდა, ახლა დიალოგი მიმდინარეობს. ეს ძალიან რთული დიალოგია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის აქვს ძლიერი, პრინციპული პოზიცია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი სისტემა,"- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.

დღის ამბები