19 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ბრაზილიაში, წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ დრომდე ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილიდან 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან მოხალისეებიც. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოიქმნა მეწყრული პროცესიც. წყალდიდობის გამო რეგიონებში განადგურებულია საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიამ ურუგვაის და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 500 ქალაქის დაახლოებით ორ მესამედს მიაყენა ზიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ამ დრომდე ასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები