"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.
"ჩვენ ახლა ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე დავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა რომ მოხდეს, არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ამაზე 100%-ით არის პასუხისმგებელი ივანიშვილი და მისი "ხელის მთავრობა," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.