თბილისში, აფრიკის დასახლებაში, "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მძარცველმა გაქცევა მოახერხა. სავარაუდოდ, წაღებულია თანხა. არსებული ინფორმაციით, მძარცველი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.