დროებით საცხოვრებელში გაატარა გასული ღამე ხანძრის გამო დაზარალებულმა ოთხმა ოჯახმა ფოთში. ცეცხლი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გუშინ გაჩნდა. სრულად დაიწვა 2 ბინა, 2 კი ნაწილობრივ. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის ბოლომდე ჩასაქრობად სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხ ეკიპაჟს რამდენიმე საათი დასჭირდა. ევაკუაციის დროს მოსახლოებამ პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანაც ვერ შეძლო.
დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლის ქირას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მერიის პროგრამის ფარგლებში გადაუხდის.