29 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
დაიწყეს რეზერვისტების ფარული მობილიზება - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ომის გასააქტიურებლად არმიას 60 ათასი მებრძოლით შეავსებს

40 დღე სასტიკი ომის პირობებში - ოკუპანტებმა დროებით უარი თქვა ქალაქ კიევის ბლოკადასა და აღებაზე, თუმცა განაგრძობენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ახლა მტრის ძალისხმევა მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილისკენ, დონბასის რეგიონზე თავდასხმისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო რეზერვისტების მომზადება საომარ მოქმედებაში ჩასართავად, მათვარი წამახალისებელი ფაქტორი კი მატერიალური წახალისებაა. 

"რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიწყო რეზერვისტების ფარული მობილიზება, რათა სამხედრო ნაწილები საომარი მოქმედებებისთვის შეიყვანონ. რეზერვისტებისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი მატერიალური წახალისებაა. გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობა თვლის, რომ უკრაინასთან ომის მონაწილეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა ძარცვის გზით.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა მობილიზაციის პროცესში 60 ათასამდე ადამიანის ჩართვას მოელის. საომარი მოქმედებების ქვეყნებისთვის იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით დაკომპლექტება მოხდება საცავიდან მოძველებული აღჭურვილობის ამოღებით,"-აცხადებს ალექსანდრ სტუპუნი.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერს. იგორ კონაშენკოვის თქმით, რამდენიმე უკრაინის ოლქში გაანადგურეს საცავები, საიდანაც უკრაინული არმიისთვის საწვავის მიწოდება ხდებოდა. 

"დიდ საწვავის საწყობებს კონსტანტინევკაში მიკოლაივის ოლქში, სლავუტაში რივნეს რეგიონში და ტერნოპილში მოხვდა მაღალი სიზუსტის საჰაერო იარაღი. ეს საცავები გამოიყენებოდა უკრაინის ჯარების საწვავის მიწოდებისთვის მიკოლაივის და დონეცკის მიმართულებით. საწვავის საცავი განადგურდა, კიევის რეგიონში, ვასილკოვის აეროდრომზე კი განადგურდა უკრაინის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის კონტროლის ცენტრი.რუსეთის ტაქტიკურმა საჰაერო ძალებმა დღის განმავლობაში დაარტყეს 42 სამხედრო სამიზნეს უკრაინაში, მათ შორის იყო სამი სარაკეტო სისტემ,"-აცხადებს იგორ კონაშენკოვი

საოკუპაციო ძალებმა შეტევები ოდესასა და მიკოლაევზე განახორციელეს. გამთენიისას რუსეთმა რამდენიმე რაკეტა ისროლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ძლიერი აფეთქებები იყო ხარკოვშიც. სლობიდსკის ოლქში დაბომბვებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 34. ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აფეთქებები ხერსონში. რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დასახლება დაბომბეს, მსხვერპლი არ არის.

4 აპრილის დილის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 161 ბავშვი დაიღუპა, 264 დაიჭრა და 425-ზე მეტი დაშავდა.

დღის ამბები