16 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება - ევროკავშირი

ევროკავშირი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი რუსეთის სისასტიკის შესახებ დეკლარაციას აქვეყნებს. ევროპული გაერთიანება დოკუმენტში უმკაცრესად გმობს მომხდარ ფაქტებს.

"ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი," - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები