20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით დაკავებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს მი 1 წლისა და 2 თვის ვადით, უშანგი დათუნაშვილს კი 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

აღნიშნული ეპიზოდი "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ამავე კომპანიის ოპერატორის, დავით ახალაძის, "ფორმულას" ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის" ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ამავე მაუწყებლის ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, "ტაბულას" ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ამავე მედიასაშუალების ოპერატორის, დავით ქორიძის, "რუსთავი 2"-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირდა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ

შეგახსენებთ, საქმე ეხება 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განვითარებულ პროცესებს, რა დროსაც იძალადეს ჟურნალისტებზე. საქმეს 50-მდე დაზარალებული და 30-მდე დაზარალებული პირი ჰყავს.

დღის ამბები