31 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
"ჩემი შეფასება, რომ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას იმპერიული მანიის გამო, შეცდომა იყო" - გერმანიის პრეზიდენტი​

გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ  რუსეთსა და გერმანიას შორის "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" გაზსადენის პროექტის მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად დარჩენა შეცდომა იყო - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"ჩემი შეუპოვრობა "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზე" აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს," - აღნიშნა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ის ასევე ცდებოდა პუტინის შეფასებისას.

"ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას მისი იმპერიული მანიის გამო - ისევე როგორც სხვები, მე ვცდებოდი," - თქვა მან.

დღის ამბები