ბუჩას შოკისმომგვრელი სურათები კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულს სჩადის - ასეთია თეთრი სახლის პოზიცია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაყენებისთვის შტატები აქტიურად მუშაობს.
"თქვენ მოისმინეთ, რომ პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე. სურათები, რომლებსაც ვხედავთ, ტრაგიკულია, შოკისმომგვრელია, მაგრამ სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის.
ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე, რომ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკეში ჩაერთვებოდა, მათ შორის, დისიდენტების მიზანმიმართულ მკვლელობებში. როგორც ბუჩადან შემზარავმა სურათებმა აჩვენა, სწორედ ეს გააკეთეს.
ჩვენ უკვე დავასკვენით, რომ რუსეთმა ჩაიდინა ომის დანაშაულები უკრაინაში და ბუჩადან ინფორმაცია აჩვენებს ომის დანაშაულის კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას. ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიოსთან, რათა უზრუნველვყოთ სრული პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებებზე," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჯეიკ სალივანი.