29 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
მარიუპოლის დეოკუპაცია სამხედრო გზით ამ ეტაპზე ძალიან რთულია, იქიდან დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად კი პუტინის პასუხს ელიან - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში სამხედრო გზით ბლოკადის გარღვევა ამ დროისთვის უკიდურესად რთულია.

"მარიუპოლის დეოკუპაცია სამხედრო გზით ამ ეტაპზე ძალიან რთულია და ჩვენ ჯარისკაცებს იქ ეს ესმით," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, არსებობს შეთანხმებები თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ და დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სახმელეთო გზით ბერდიანსკში გაიყვანენ, იქიდან კი ზღვით.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის პუტინის პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები