30 აგვისტო 2026,   22:51
ვრცლად
თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ახალი პარტია საქართველოში უკვე შემოსულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერის" დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა, რომელიც ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, არსებული ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, რათა ზაფხულის შუა რიცხვებამდე აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულზე - 65%-ზე ავიდეს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ჯამში "ფაიზერის" ერთი მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს.

"ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი არ დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ნახოთ ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, აქ ყველანაირი შესაძლებლობა გამოყენებულია. ბოლო 2 თვის განმავლობაში რეგიონებში 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. ვაქცინები, დღეს რაც ჩამოვიდა, საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაემატება,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები