20 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
"ამ სიტუაციას ევროკავშირი ვერ შეეგუება" - ევროკავშირი რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს კრძალავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რათა კრემლზე მაქსიმალური ზეწოლა შეინარჩუნოს. ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. განცხადებას ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აკეთებს.

"ბუჩაში და ბევრ სხვა ქალაქში ნანახმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ბრუტალურ ქმედებებს საზღვარი არა აქვს. ქუჩაში დამწვარი ცხედრები და მასობრივი სასაფლაოები არაა სპეციალური ოპერაცია, ამას ომის დანაშაულები ჰქვია. ამ სიტუაციას ევროკავშირი ვერ შეეგუება, მომხდარის გამო რუსეთისთვის სერიოზული შედეგები დადგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოში გასამართლდნენ. მინდა რუს სამხედროებს მივმართო - თუ არ გსურთ კრიმინალები გერქვათ, თუ არა გსურთ თქვენი უკრაინელი დები და ძმები დახოცოთ, იარაღი დაყარეთ.

ის რუსები, რომლებმაც უარი თქვეს იქ ბრძოლაზე, ეს ნამდვილად ღირსეული ქმედებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დანაშაულები დასრულდეს, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა. ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღოთ - დავაწესოთ მეტი სანქცია. ჩვენი სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს აკრძალვას ნახშირზე იმპორტს. მალე გახდება საჭიროს ნავთობსა და გაზზე ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება. ევროპულ პორტებში არ უნდა შემოვუშვათ რუსული გემები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ფინანსური სისტემა გავაჩეროთ. ჩვენ სოლიდარობის ნიშნად კარს ვუღებთ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს,"-აცხადებს შარლ მიშელი.

დღის ამბები