20 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
აქცია-პერფორმანსი ბრიუსელში სანქციების გაკაცრების მოთხოვნით - უკრაინელები მდუმარედ წვანან ქუჩაში და ბუჩას ტრაგედიას განასახიერებენ

ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურების წინ აქცია - პერფორმანსი იმართება. უკრაინელები უკვე ერთი საათია მდუმარედ წვანან ქუჩაში და ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის ერთგვარ ინსცენირებას აწყობენ. უკრაინელები გამოხატავენ თავიანთ უდიდეს ტკივილს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მათ სამშობლოში ხდება. უკრაინელები, რომლებიც აქციას აწყობენ, ამბობენ, რომ ეს არის გენოციდი მათი ხალხის წინააღმდეგ და მოითხოვენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები იყოს რაც შეიძლება მკაცრი, რათა შეწყდეს მკვლელობები მათ სამშობლოში.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის პარალელურად, ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მიიღონ საბოლოო შეთანხმება რუსეთის მიმართ სანქციების მეხუთე პაკეტზე. სწორედ მათთვის არის გამართული აქცია-პერფორმანსი, რომელიც ბუჩას ტრაგედიას განასახიერებს.

 
დღის ამბები